პოლიტიკა
''მოუშორებელი ჭირია უბნებთან სიით დგომა'' - გოგი წულაია
FaceBook
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა.
გოგი წულაიას თქმით, საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.

"მოუშორებელი ჭირია უბნებთან სიით ხელში დგომა, ფულის დარიგება და ზეწოლა ამომრჩეველზე. მე მინდა ვუთხრა ხელისუფლებას რომ ტყუილად ცდილობენ, ამ ხერხით ხმების მოპოვებას. დაკარგულია ეს ფული იცოდეთ. ხელისუფლებას არ უშველის მსგავსი ქმედებები. ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა, თუ ამას არ იზამს და მაინც დაიწერს 100 მანდატს, რომელიც ბიძინამ დაანონსა, მაგ შემთხვაში არ ვიცი მეორე დღეს ჩამოვაგდებთ, თუ მესამე დღეს, მაგრამ ჩამოვაგდებთ აუცილებლად ", - განმარტა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიამ ასევე მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის განკუთვნილი უბნები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.
Print