პოლიტიკა
იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში კოორდინატორების მობილიზება ხდება
FaceBook
საჩხერისა და ზესტაფონის საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება.

,,სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, საჩხერეში მე-6 და 36-ე საარჩევნო უბნებთან კოორდინატორები სიებით არიან შეკრებილები.

იგივე მდგმარეობაა ზესტაფონის მე-17 უბანზეც. თუმცა აქ კოორდინატრები სიებით საარჩევნო უბნის შენობაში იმყოფებიან.

აღნიშნულ ფაქტებზე იმერეთის მასშტაბით ,,სამართლიანმა არჩევნების"დამკვირვებლებმა უკვე 5 დარღვევა დააფიქსირეს.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.
Print
თეგები: #არჩევნები 2020