პოლიტიკა
ქუთაისში 12 :00 საათის მონაცემით ხმა 25 391 ამომრჩეველმა დააფიქსირა
FaceBook
ქუთაისში, 12 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 25 391 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილის, გელა თუთბერიძის თქმით, საარჩევნო უბანზე, 25 391 ამომრჩეველი გამოცხადდა.

''ორ უბანზე იყო საჩივარი ჯერჯერობით''.


ქუთაისში 130 საარჩევნო უბანი დილის 8:00 საათიდან გაიხსნა. აქედან, 7 არის სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყჰოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.
Print