პოლიტიკა
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხნსა
FaceBook
ქუთაისში  საარჩევნო უბანი ზუსტად დილის 8:00 საათზე გაიხსნა.

ქალაქის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უბნების გახსნა წესების დაცვით მოხდა. 

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილის, გელა თუთბერიძის, თქმით. უმეტეს საარჩევნო უბნებზე ხმა მისცეს პირველმა ამომრჩევლებმა.

''პროცედურულ დარღვევებს,ჯერჯერობით  ადგილი არ ჰქონია''.

ქუთაისში 130 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
აქედან, 7 არის სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც გაიმართება. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში ოთხი.





Print