პოლიტიკა
ქუთაისში, გრიგოლ ვაშაძის ბანერი დააზიანეს
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე,   "ნაციონალური მოძრაობის"  გრიგოლ ვაშაძის ბანერები დააზიანეს.

უცნობმა პირებმა წითელი საღებავით წარწერები "კგბ" დატოვეს. ორგანიზაციაში მომხდარს "ქართულ ოცნებას" უკავშირებენ.

"ნაციონალურ მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიგა შუშანიას თქმით, იმ დროს როცა პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი თბილისში იყო, "ოცნების" აქტივისტები მალულად მივიდნენ და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.

შუშანია კანდიდატებს მომხდარი ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდებს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პლაკატებისა და ბანერების დაზიანება საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლად ითვლება, რაც პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 187 მუხლით, რაც ნივთის გაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ბლოკებითა და შერეული სისტემით ჩატარდება.

კანდიდატებს შორის არჩევანი ქუთაისში რეგისტრირებულმა 155 236-მა მოქალაქემ უნდა გააკეთოს.

ქალაქში სულ 123 საარჩევნო უბანია.
Print