პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებაზე ქუთაისიდან 800-მდე ადამიანი გაემგზავრა
FaceBook
თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" შეკრებას მხარდამჭერები ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

პარტიის წევრები და აქტივისტები ქალაქიდან უკვე გაემგზავრნენ.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე "ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბურ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეები  მსვლელობას რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებენ და თავისუფლების მოედანზე მივლენ.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბესიკ ბრეგაძის თქმით, მხარდამჭერებს შორის დაცული იქნება დისტანცია და უსაფრთხოების წესები.

"კორონავირუსის პირობებში რასაც ვახერხებთ, 800 ადამიანია. ყველას ექნება პირბადე და დაცული იქნება ყველა წესი".

მასშტაბური აქცია თავისუფლების მოედანზე საღამოს 18:00 საათზე დაიწყება.




Print