პოლიტიკა
"მკველელბი", "საქათმე" - წარწერა ხონის მაჟორიტარის ოფისზე
FaceBook
„ჩემი ბიუროს გვერდით არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი , ეტყობა შეეშალათ და იმათ ნაცვლად ჩემს კარზე გააკრეს“
ხონის მაჟორიტარის ბიუროს ოფისზე წარწერა შინაარსით "ქათმები", "მკველელბი", "საქათმე"  დღეს დილით გაჩნდა.
ხონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭავჭანიძე , რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია აცხადებს, რომ წარწერა შეცდომით გააკრეს მაჟორიტარის ოფისის კედელზე" ჩემი ბიუროს გვერდით არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი , ეტყობა შეეშალათ და იმათ ნაცვლად ჩემს კარზე გააკრეს "- აცხადებს დავით ჭავჭანიძე.

ამ შინაარსის წარწერები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში უცნობმა პირებმა განახორციელეს.

Print