პოლიტიკა
ქუთაისში საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა
FaceBook
59-ე ქუთაისის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავთანდილ ოსეფაიშვილს ვირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა. ის მკურნალობის კურსს კლინიკაში გადის. 

საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესში  ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არაა და ყველა პროცედურა ჩვეულ რეჟიმში მიმდონარეობს.

თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე გელა თუთბერიძე ასრულებს.


საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს, შერეული სისტემით, ბლოკებითა და ერთპროცენტიანი ბარიერით გაიმართება.


ცესკოში არჩევნების უსფრთხოდ ჩატარებაზე საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ მათ არჩევნებში მონაწილე პირებისათვის რეკომენდაციებიც გამოაქვეყნეს, რაც პირბადი ტარებას, თერმოსკრინინგს და დეზინფექციას გულისხმობს. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის თქმის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.





Print