პოლიტიკა
"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის თეატრში სიტყვით გამოსვლა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასდა
FaceBook
ქუთაისში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა ლომინაძის მესხიშვილის თეატრის საიუბილეო სეზონის გახსნაზე დასწრება და სიტყვით გამოსვლა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასდა.
ფაქტი ,,სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიშში მოხვდა.


"10 ოქტომბერს, ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის 160-ე წლის იუბილე გაიმართა, რომელსაც "ლელოს" ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესწრებოდა "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ზაზა ლომინაძე. ამასთან, თავად "ლელოს" წარმომადგენელს თეატრის ადმინისტრაციამ დასწრებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ "ოფიციოზი" მათ შორის პრეზიდენტი იქნებოდა ღონისძიებაზე და ამიტომ გარეშე პირებს ვერ შეუშვებდნენ შენობაში.


თეატრის ადმინისტრაციამ "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს დაუდასტურა, რომ ზაზა ლომინაძე ესწრებოდა ღონისძიებას, ასევე არ უარყვეს მისი სიტყვით გამოსვლის ფაქტიც, თუმცა აღნიშნეს, რომ გამოსვლის ტექსტში პოლიტიკა არ ყოფილა და მხოლოდ თეატრისადმი მილოცვით შემოიფარგლებოდა",  - წერია ანგარიშში.


,,ქუთაისიპოსტს" მესხიშვილის თეატრში განუცხადეს, რომ ,,ქართული ოცების" კანდიდატი ღონისძიებაზე საკუთარი სურვილით მივიდა და ღონისძიებაზე დასწრება სურვილის შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ პარტიასაც შეეძლო.

,,არც ,,ქართული ოცნება" დამიპატიჟებია და არ არავინ გარდა მერისა და გუბერნატორისა. არცერთი საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირი არ მოგვიწვევია, თავისი სურვილით მოვიდა ,,ქართული ოცნების" კანდიდატი და ,,ლელოსაც" შეეძლო თავისი სურვილით მოსულიყო,"- განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.

ფაქტს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც" სწავლობენ.
Print