პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მისმა მასწავლებელმა წარადგინა
FaceBook
წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტრაობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ოფიციალურად ამომრჩევლებს წყალტუბოში, მისმა პირველმა მასწავლებელმა წარუდგინა.

,,ის ბავშვობიდან იყო ლიდერი, ცელქი, მხიარული, სხარტი აზრროვნების. უსაზღვრო სიახური დამეუფლა, როდესაც გავიგე მისი გადაწყვეტილების შესახებ. მე მასში ჩვენი შვილების, შვილიშვილების მომავალს ვხედავ,"- განაცხადა ნატო კვერნაძემ.

ტელეწამყვანის წინასაარჩევნო ღონისძიებას წყალტუბოში, ვანიდან, ხონიდან და სამტრედიიდან ჩასული მხარდამჭერები დაესწრნენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი არჩევნებში მონაწილეობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ,,ძალა ერთობაშიას" სახელით იღებს.

,,მე, ნანუკა ჟორჟოლიანი ვდებ საჯარო პირობას მთელი ქვეყნის წინაშე, რომ არ მნახავთ 4 წელიწადში ერთხელ, რომ თქვენთან ვიქნები მაშინ, როცა თქვენ დაგჭირდებათ."- განაცხადა ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, მისი მთავარი პროგრამა წინასაარჩევოდ და არჩევნების შემდეგ ადამიანებზე ზრუნვა იქნება.

,,ჩემი მთავარი პროგრამა არის და იქნება ადამიანები.ადამიანები, რომლებსაც უჭირთ,რომლებიც სასოწარკვეთილები არიან, რომლის შვილებიც ვრ სწავლობენ უსახსრობის გამო, ადამიანები, რომლებსაც ართმევენ საძოვრებს, უწყვეტენ სოციალურ დახმარებას. ეს იქნება ჩემი მთავარი პროგრამა უახლოესი 4 წელი,"- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ცნობილი 23 სექტემბერს, თბილისში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე გახდა ცნობილი.

"ნაციონალურ მოძრაობას" მანამდე ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატად აქამდე დევი ჭანკოტაძე ჰყავდა წარდგენილი, რომელიც საარჩევნო კამპანაის აწარმოებდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, შერეული საარჩევნო სისტემით, ერთპროცენტიანი ბარიერით ჩატარდება.

ავტორი: ანა ჯიქია
Print