პოლიტიკა
"ქუთაისი, როგორც ქალაქი იძენს ახალ ფუნქციას" - გიორგი გახარია
FaceBook
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში საერთაშორისო  უნივერსიტეტის გახსნა სასწავლებლის სტუდენტებს და ქუთაისელებს მიულოცა.

პრემიერ- მინისტრის განცხადებით, სასწავლებლის გახსნით, ქალაქი ახალ ფუნქცია იძენს.

,,მინდა მივულოცო ქუთაისელებს, რამეთუ ქუთაისი, როგორც ქალაქი იძენს ახალ ფუნქციას, ახალ მისიას. ის ყოველთვის იყო ქართული მეცნიერების, კულტურის, განვითარების ცენტრი, მაგრამ დღეს საგანმანათლებლო ცენტრიც უნდა გახდეს,
"- განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ,,ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ,,ეს არის ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი აქტი, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა."

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთი წლის დაგვიანებით წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო.

უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც 60 ათას სტუდენტზეა გათვლილი, დარეგისტრირებული 1112 აბიტურიენტიდან სწავლას 246 პირველკურსელი აგრძელებს. 

60 000 სტუდენტზე გათვლილ საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტთა პირველ ნაკადი 2019 წელს უნდა მიეღო. სასწავლებლის მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მაშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრეობდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი "ქართუს" დაფინანსებით შენდება.
Print