პოლიტიკა
ქუთაისში ,,ლელოს" აქტივისტს თავს დაესხნენ
FaceBook
ქუთაისში, რუათაველის ქუჩაზე, ,,ლელოს" წევრს თავს დაესხნენ.

პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, მათ აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პარტიული ნიშნით მიაყენეს. მხარდამჭერს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება და გადაყვანილია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. ანა ნაცვლიშვილი მომხდარის დროულ გამოძიებას და ინციდენტში მონაწილეების დასჯას ითხოვს.

,,ქუთაისში თავს დაესხნენ ჩემი შტაბის აქტიურ წევრს. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიმართეს სახელით და უთხრეს რომ ამას აკეთებენ იმიტომ , რომ ჰქონდა მანქანაში ,,ლელოს" სააგიტაციო მასალა. კასტეტი ჩაარტყეს თვალში და ხელშია დაჭრილი. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია. დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული მომხდარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება, როგორც საქმის მიჩქმალვა," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
Print