პოლიტიკა
ქუთაისში ,,ევროპული საქართველოს" ოფისს ქვები დაუშინეს
FaceBook
ქუთაისში ,,ევროპული საქართველოს" ოფისს ქვები დაუშინეს და საარჩევნო ბანერი დააზიანეს.
შემთხვევა 12 ოქტომბერს, ღამით მოხდა. ოფისის დაზიანების ამსახველ ვიდეო მასალას  პარტიის ქუთაისის მაჟოროტრობის კანდიდატი ავრცელებს. ოთარ კახიძის განცხადებით, ძალადობას "ქართული ოცნება" ახალისებს.

,,გუშინ ღამით, ჩვენი ოფისის ფანჯრებს აგურები დაუშინეს. დააზიანეს ბანერი, მინები ბრონირებული იყო და ვერ ჩაამსხვრიეს.  ძალადობრივ ფონს ,,ქართული ოცნება" ახალისებს და ქმნის დაუსჯელობის განცდას," -  აცხადებს ოთარ კახიძე.

ინციდენტთან დაკავშირებით ,,ევროპულმა საქართველომ" შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა, პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ მომხდარზე ინფორმირებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია.

მომხდარზე გამოძიება  187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
Print