პოლიტიკა
ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება-"ნაციონალები" ქუთაისში გამართულ აქციაზე
FaceBook
ეს ხალხი იმან გააცოფა, რაც ენდიაის კვლევა გამოქვეყნდა "ნაცოინალური მოძრაობის" რეიტინგის შესახებ.



"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, მათ ოფისთან ე.წ მომიტინგეების მოსვლამდე პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
მისივე განცხადებით, მომიტინგეების რიგებში ძირითადად, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეები და ასევე, "ოცნების" მხარდამჭერები გახლდათ.

"თუკი ასე გააგრძელებს "ქართული ოცნება" ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. ეს ხალხი იმან გააცოფა, რაც ენდიაის კვლევა გამოქვეყნდა "ნაცოინალური მოძრაობის" რეიტინგის შესახებ. რაც ზემოდან დავინახე, ეს ხალხი იყო მუნიციპალიტეტებში მომუშავე პირები, ხოლო იმ ადამიანებს შორის ვინც ოფისში შემოიჭრნენ, ქუთაისელები არ ამოგვიცვნია. ოფისის შენობის კარი არის დაზიანებული, რაზეც პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად უნდა აიღონ. შენობა ქალაქის ისტორიულ ზონაში მდებარეობს," - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ასევე, განმარტავენ, რომ აქცია წინასწარ დაგეგმილი და ზემდგომი ორგანოების მიერ მართული იყო. კერძოდ, კი "ნაციონალები" აქციის ორგანიზატორად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ. 

რა ვითარება იყო დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ოფისთან, ნახეთ ვიდეო.

ამავე თემაზე
:

დაპირისპირება "ნაციონალების" ქუთაისის ოფისთან - ვიდეო უკომენტაროდ

"ნაციონალები" ქუთაისის ოფისთან გამართულ აქციაზე - აქციის ორგანიზატორი სოლოლაკში ზის

ქუთაისში "ნაციონალების" ოფისთან "ოცნების" წარმომადგენელი დააკავეს

Print