პოლიტიკა
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 22 კანდიდატი იბრძოლებს
FaceBook
ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მაჟორიტარობის მსურველთა რაოდენობა 9-დან 22-მდე გაიზარდა. აქედან შვიდი  ქალია.


ოფიციალურად რეგისტრირებული კანდიდატების ჩამონათვალი ასეთია:

პარტია „თეთრები” - თეიმურაზ შაშიაშვილი;

„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - ოთარი კახიძე;

„დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ”-  ლაშა არსენიძე;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” - გრიგოლ ვაშაძე;

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ნონა ასათიანი;

„გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია“ -  სოფიო იმედაძე;

„ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი“ - მელანო შავგულიძე;

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“- თორნიკე მარჯანიშვილი;

„საქართველო“ -  ალექსი გეჯაძე;

„თავისუფალი საქართველო“ - ელგუჯა ხიშტოვანი;

„ახალი ძალა“ - ნიკა ქურციკიძე;

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - იოსებ კენჭაძე;

„ქართული ფესვები”- ნათელა ჯიმშელეიშვილი;

„შეცვალე საქართველო” -  თამარი ჯინჭველაძე;

თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა -დიმიტრი ხმალაძე;

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - ზაზა ლომინაძე;

„ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი - ქართული იდეა“-  რამინი აბესაძე;

„ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია”- თეა ერგემლიძე;

„პროგრესული საქართველო“ - ირინა საღინაძე;

„ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“- ერმილე ნემსაძე;

„ლელო - მამუკა ხაზარაძე“- ანა ნაცვლიშვილი;

„საქართველოს განვითარების პარტია“ - გიორგი პატარიძე. 


მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ქუთაისში მერ
საც აირჩევენ. ქალაქის მერობა ოფიციალურად 8 კანდიდატს სურს.


2020 წლის 31 ოქტომბერს  საპარლამენტო არჩევნები ბლოკებითა და შერეული სისტემით ჩატარდება. 

კანდიდატებს შორის არჩევანი ქუთაისში რეგისტრირებულმა  155 236-მა  მოქალაქემ უნდა გააკეთოს. გახსნილია 123 საარჩევნო უბანი.


ავტორი: ანა ჯიქია
Print