პოლიტიკა
ქუთაისში "ნაციონალების" ოფისთან "ოცნების" წარმომადგენელი დააკავეს
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზაციის თავმჯდომარე , ოთო ლორთქოფანიძე დაკავებულია.



"ოცნების" წარმომადგენლის დაკავება "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ოფისში შეჭრის მცდელობის გამო მოხდა.

რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისთან აღნიშნული პარტიის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. სადაც დაპირისპირება მოხდა. აქციის წარმომადგენლები შენობაში ცოცხებით და ბოთლებით შეიჭრნენ. ისინი შენობიდან პოლიციამ გამოიყვანა.
Print