პოლიტიკა
ქუთაისის მერობის სურვილი ოფიციალურად 8 კანდიდატმა გამოთქვა
FaceBook
ქუთაისის მერობის მსურველთა რიცხვი ოფიციალურად გაიზარდა. ცესკოს მონაცემებით ქალაქის მერობა 8 კანდიდატს სურს.
აქედან მხოლოდ ერთია ქალი.

ესენი არიან:

ამირან ძოწენიძე - ,,ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია- ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“,


კახაბერ ჩახუნაშვილი - ,,დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ“,

გრიგოლი შუშანია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,

ირაკლი კიკვაძე - შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია,

გაგა გოგრიჭიანი - ,,თავისუფალი საქართველო, (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“,

ანდრო ლოსაბერიძე - გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“,

ირმა პეტრიაშვილი - ,,სოციალური სამართლიანობისათვის“,

იოსებ ხახალეიშვილი - ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო.


პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩვენო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ. მოსახლეობისთვის ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ კახაბერ ჩახუნაშვილი (,
,დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ“-დან)  და ირმა პეტრიაშვილი,,სოციალური სამართლიანობისათვის."

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს,   საოლქო  კომისიას შესაბამის სიას  ცესკო ორი დღის ვადაში მიაწოდებს. ქუთაისის მაჟორიტარობისთვის მოსახლეობას პარტიებმა 9 კანდიდატი წარუდგინეს.


2020 წლის 31 ოქტომბერს  საპარლამენტო არჩევნები 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით ჩატარდება. 

კანდიდატებს შორის არჩევანი ქუთაისში რეგისტრირებულმა  152 561 მოქალაქემ უნდა გააკეთოს.



ავტორი: ანა ჯიქია


Print