პოლიტიკა
,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა
FaceBook
ნანუკა ჟორჟოლიანი ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს.

არჩევნებში მონაწილეობას ის ,,ძალა ერთობაშიას" სახელით ,,ნაციონალური მოძრაობიდან" მიიღებს.

მაჟორიტარობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი ზაალ უდუმაშვილმა წარადგინა.

,,ის წლებია მიკროფონით ხელში იბრძვის სამართლიანობისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მაგრამ ის საკონონმდებლო ორგანოდან გაცილებით უფრო აქტიურად იბრძოლებს იმ ხალხის უფლებების დაცვისთვის, რომლებსაც ასე აქტიურად აშუქებდა."

წინასაარჩევნო კამპანიას მაჟორიტარობის კანდიდატის პოზიციიდან ტელეწამყვანი რამდენიმე დღეში დაიწყებს. დაგეგმილია მოსახლეობასთან შეხვედრები.

"ნაციონალურ მოძრაობას" ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატად აქამდე დევი ჭანკოტაძე ჰყავდა წარდგენილი, რომელიც საარჩევნო კამპანაის აწარმოებდა.
Print