პოლიტიკა
სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერი დააზიანეს
FaceBook
სამტრედიაში, "ნაციონალური მოძრაობის"  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.

"მივმართეთ პოლიციას და ფაქტზე უნდა დაიწყოს  გამოძიება, უნდა დაისაჯოს დამნაშავე, მით უფრო, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა", - ამბობს  "ნაციონალური  მოძრაობის"  სამტრედიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბიბილეიშვილი.  

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ვანდალური ფაქტი შესაძლოა მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყოს  წახალისებული. მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წინასაარჩვნო კამპანიის დროს სხვადსხვა ფორმით აგიტაციაში ხელს უშლიან.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით,  პლაკატებისა და ბანერების დაზიანება საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლას ითვლება, რაც პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.
Print