პოლიტიკა
პარლამენტში ,,ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის" შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს
FaceBook
საქართველოს პარლამენტში ქუთაისის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

"ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ" კანონროეტი  - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საკანონდებლო ორგანოში დღეს შეიტანეს.

განსაკუთრებული სტატუსი ქუთაისისითვის როგორც საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქის სტატუსს, ასევე ადგენს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობას, ეკონომიკური საქმიანობის განსაკუთრებულ წესებს ქალაქის მთელ ტერიტორიაეზე.

დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისის პოლიციის უფროსი უნდა აირჩიონ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა.

"ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ რა დამართეს ქალაქს, პარლამენტს. დღეს მიმდებარე ტერიტორია გადაქცეულია ბუჩქნარად და მოედო სარეველა. რომ არ განმეორდეს არასდროს ასეთი თავნებობა, ჩვენ შემოგვაქვს ასეთი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისათვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო და ადმინისტრაციული წარმომადგენლობების ქუთაისში გადატანას, მეტ ეკონომიკურ აქტივობას. ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული", - განაცხადა პარლამენტში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

კანონპროექტის განხილვას პარლამენტში უახლოეს ბიუროს სხდომაზე გეგმავენ.

პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის იანვრიდან სრულად გადავიდა. საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნებაზე მსჯელობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2012 წლიდან დაიწყო.

პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ ცვლილება კონსტიტუციაშიც შევიდა. 2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის.

ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობაზე 340 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ავტორი: ანა ჯიქია
Print