პოლიტიკა
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 36% ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს არჩევნებზე ვის დაუჭერდა მხარს
FaceBook
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გამოკითხული მოსახლეობის 56% დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.


თუმცა გარკვეული საკითხები მაინც იწვევს მოსახლეობის წუხილს. მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად მთავარი დაბრკოლება გამოკითხული მოსახლეობის 30 %-ს ამომრჩეველთა მოსყიდვა მიაჩნია, 15 % თვლის რომ დაბრკოლებას ხმის მიცემის პროცესში დარღვევები წარმოადგენს, 14 % თვლის, რომ დაბროკოლებები არ არსებობს.




კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას? - გამოკითხულთა 36% ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, 59% აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.
NDI-ის კვლევა 6-11 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. 

ავტორი: ანა ჯიქია
Print