პოლიტიკა
,,პატრიოტთა ალიანსმა" ქუთაისში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა
FaceBook
ქუთაისში, "პატრიოტთა ალიანსმა" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარადგინა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად  ნონა ასათიანი დაასახელა.
ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში გიორგი კასრაძეა წარდგენილი.

სხვა კანდიდატების ჩამონათვალი ასეთია  - თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდნენ: ნაძალადევი - ირმა ინაშვილი; გლდანი - მერაბ ჭიქაშვილი; ვაკე - ნანა დევდარიანი;  სამგორი - გურამ ნიკოლეიშვილი; საბურთალო - კახა ძაგანია; დიდუბე - არჩილ ბენიძე; მთაწმინდა - მალხაზ თოფურია. მცხეთა - მთიანეთი - სოსო შატბერაშვილი; საგარეჯო - სოსლან გარსევანიშვილი; ზუგდიდი - ოთარ ჭითანავა; თელავი - სოსო პარწიკანაშვილი; გორი - კობა მაზანაშვილი; ოზურგეთი - შოთა გოგიბერიძე; ჭიათურა - გიორგი კასრაძე; აჭარა - ჯუმბერ ტაკიძე; აჭარა - ზორბეგ ბერიძე; აჭარა - დავით დავითაძე; აჭარა - გურამ თურმანიძე; ქობულეთი - გულნარა ბასილაძე; ქობულეთი - ამირან ტაკიძე; რუსთავი - პაატა ჯიბლაძე; ბათუმი - ზურაბ გაბაიძე; მარნეული - მახირ იუსუპოვი; მარტვილი - აბაშა - ჩხოროწყუ - წალენჯიხა - ვიქტორ ცაავა; ფოთი - ხობი - სენაკი - თეიმურაზ ფანჩულია; ამბროლაური - ონი - ცაგერი - ლენტეხი - მესტია - ერეკლე საღლიანი; ახალქალაქი - არტაშეს აკოფიანი.


გარდა კანდიდატებისა მათ პილიტიკური პარტიის საარჩევნო სიის წევრებიც წარადგინეს, ესენია: ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა (გელა) მიქაძე, ნანა დევდარიანი, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, ცისანა სეფიაშვილი, მერაბ ჭიქაშვილი, გურამ ნიკოლაიშვილი, მარინა მოლოდინი, ვახტან ყოლბაია, სამველ პეტროსიანი, ეკა მირიანაშვილი, არჩილ ლეკიშვილი, ბესიკ ცქიფურიშვილი, ანი კიკნაძე, დავით გიორგობიანი, მარიამ ბათირიშვილი, მაია კუტუბიძე, გოდერძი ამაშუკელი, თომა ხაბეიშვილი, მახირ უსუბოვი და ტატიანა მარტინენკო. 

კანდიდატების წარდგენას  სხვადასხვა რეგიონებიდან და იმერეთის მუნიციპალეტიდან ჩამოყვანილი  მათი მხარდამჭერები  დაესწრნენ.

"ხაშურიდან ჩამოვედით, ჩემთან ერთად კიდევ ხუთი მარშუტკით არიან",  - ამბობს იზო ნოზაძე.



,,პატრიორტთა ალიანისის" კანდიდატებისა და საარჩევნო სიის წევრების წარდგენა სამოქალაქო ატივისტების პროტესტის ფონზე წარიმართა. ისინი აცხადებდნენ, რომ ,,პატრიოტთა ალიანსი" პრორუსული ორგანიზაციაა და მათ ბორშით და პუტინის გამოსახულებიანი პლაკატებით დახვდნენ, რამაც პარტიის მხარდამჭერების გაღიზიანება და მათთან დაპირისპირება გამოიწვია.

Print