პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსს" ქუთაისში "რუსული ბორშით" ხვდებიან (ვიდეო)
FaceBook
,,რუსული ბორში პრორუსებისთვის" -  ასე აპროტესტებენ ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები "პატრიოტთა ალიანსის" შეკრებას.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებული აქტივისტები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსს" პრორუსულ პარტიას უწოდებენ, პარტიის მხარდამჭერებს რუსული სამზარეულოს მთავარი კერძით დახვდებიან და მათ სიმბოლურად ბორშს შესთავაზებენ.

,,შემთხვევით გავიგეთ, რომ ,,პატრიოტთა ალიანსს" აქცია აქვს  ქუთაისში. ისინი ქადაგებენ ძალადობას, ფინანსდებიან რუსული ფულით, ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის მხარდაჭერა. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ამ ფორმით ვაპროტესტებ ამას და პრორუს აქტივისტებს ვთავაზობ რუსულ ბორშს", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.





ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტების აქცია–პერფორმანსი უკვე დაიწყო.  ,,პატრიოტთა ალიანსი" კი ქალაქის ცენტრში შეკრებას და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას  18:00 საათზე გეგმავს.
Print