პოლიტიკა
მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის პირველი ოცელი დაასახელა
FaceBook
მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ის კვლავ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ის კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატია

ირაკლი კობახიძე – მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი

თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი

მამუკა მდინარაძე – "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი

კახა კუჭავა – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი კახიანი – მმართველი გუნდის წევრი

მარიამ ქვრივიშვილი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

მიხეილ სარჯველაძე – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

მაია ბითაძე – თბილისის მერის მოადგილე

მიხეილ დაუშვილი – ბიზნესომბუდსმენი

გიორგი ამილახვარი – თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი და ასოცირებული პროფესორი

ვიქტორ სანიკიძე – საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი

მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილე

შალვა პაპუაშვილი – ასოცირებული პროფესორი, საქართველოში გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი საზოგადოების სამართლის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი

დავით კაჭარავა – მორაგბე

ნიკოლოზ სამხარაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

გიორგი ხელაშვილი – საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი

მარიამ ლაშხი – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
ბექა დავითულიანი
Print