პოლიტიკა
,,პოლიტიკურ აქტივობას ვუკავშირებ" - სამტრედიაში ,,ლელოს" ხელმძღვანელის მანქანა დააზიანეს
FaceBook
სამტრედიაში "ლელოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გივი ჯულაყიძეს, ავტომობილი დააზიანეს.

შემთხვევა 9 სექტემბერს, ღამით, პარტიის ოფისის წინ მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად ,,ლელოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავრცელებს და მომხდარს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

"დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა, მაშინვე დავურეკე პოლიციას და მანქანა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს მოკვლევა. ამ ყველაფერს ჩემს აქტივობებს ვუკავშირებ, არ მოსწონთ სამტრედიაში მოსახლეობა მხარს რომ გვიჭერს."

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

Print