პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნებული ღვთისმშობლის ხატი ბაგრატის ტაძარში დააბრძანეს
FaceBook
ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნებული ხატი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დააბრძანეს.
ხატი "პატროიტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად მოაბრძანა და მას  ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი სასულიერო პირებთან ერთად დახვდა. 

ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ბაგრატის ტაძარში დარჩება და ეს ღვთის ნებაა.

"ღვთის ნებაა ყველაფერი, რატომ ბაგრატის ტაძარში? ესეც ღვთის ნებაა. მინდა, კიდევ ერთხელ გითხართ, რომ ეს ღვთისმშობელი იქნება შემწე დევნილთა და მოწყალე, რომელიც დაიცავს, გააძლიერებს საქართველოს, ასევე აფხაზებს და ოსებს. დღეს დიდი და მძიმე დღე იყო, ასევე ამაღლებული. ღვთისმშობლის წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ამ დღეების მანძილზე, მე ვაკვირდებოდი არაადამიანურ პროცესს, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

ეს არის ჯგუფები, თბილისში სოხუმში, რომელთათვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს. დაიწყო პატარა ნაბიჯის გადადგმა და რამდენი მტერი აღმოაჩნდა ამ პატარა ნაბიჯს. არ ვიცი, რა გიხაროდათ, ღვთისმშობელს აბრუნებენო? ტელევიზიებსაც მოგმართავთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

"პატრიოტთა ალიანსის"  ლიდერები ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია აგვისტოში ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, სადაც ილორის ტაძარს ღვისმშობლის ხატი შესწირეს. გუშინ აფხაზებმა ხატი  უკან დააბრუნეს, ამასთან აღნიშნეს, რომ ხატი სტამბური ასლი იყო და არა ხატწერით შესრულებული.
Print