პოლიტიკა
"რევოლუცია იქნება" - აქცია პარლამენტთან
FaceBook
"ბიძინას ფულებზე გაყიდეულები" - ამ სლოგანებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები  მთავრობას გადადგომისკენ და პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.



ქუთაისში, პარლამენტთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების და მათი მხარდამჭერებს საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები "თავისუფალი ზონის" დაკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განმარტებით, "თავისუფალი ზონის" დაკავებული სამი წევრი მთავრობის და ასევე, ბიძინა ივანიშვილი პატიმრები არიან.
"ბიძინა წადი", "თავისუფლება დაკავებულებს", "რევოლუცია იქნება", "ბიძინას ფულებზე გაყიდეულები" - ამ სლოგანებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები - მთავრობას გადადგომისკენ და პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდბენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, აქციის გამართვა მათ ბიძინა ივანიშვლმა აიძულათ. რადგან, მათივე თქმით, რუსთავი 2-ის  მხარდამჭერი პატიმრების ივანიშვილის დაკვეთით არიან. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი თევდორაძის განმარტებით, თუკი "თავისუფალი ზონის" დაკავებული პატიმრების გათავისუფლება არ მოხდება პერმამენტულ აქციებს გამართავენ.


ამავე თემაზე:

ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს

ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრებს ბრალი წაუყენეს


"თავისუფალი ზონის" წევრებმა შიმშილობა დაიწყეს
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ "თავისუფალი ზონის" წევრების ადვოკატის სარჩელი არ მიიღო.
Print