პოლიტიკა
არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.
პრეზიდენტის დღეს ხელმოწერელი განკარგულებით, ამავე დღეს დაინიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

"დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარალამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. მინდა, მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად. დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას. ისევე როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შუეძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხიმგებლიანი მოქალაქეები ვართ. სწორედ ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნები.

ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ", - აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, 30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველომ ჩაატარა უკვე მაშინაც დემოკრატიული არჩევნები, და ეს ტრადიცია უნდა განაგრძონ, გააძლიერონ და წარდგნენ მსოფლიოს წინაშე, როგორც უკიდურესად დემოკრატიული ქვეყანა.

"ჩვენ ეს შეგვიძლია!", - აცხადებს პრეზიდენტი.
Print
თეგები: #არჩევნები