პოლიტიკა
ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე სამტრედიაში იგივე პოზიციაზე დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი,  სამტრედიაში მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
ახალი მოადგილე მერიის სამსახურებს და სტრუქტურულ ერთეულებს მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ წარუდგინა.

გრიგოლ დალაქიშვილი მერიაში საფინანსო, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ სფეროებს უხელმძღვანელებს.

აქამდე გრიგოლ დალაქიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ, გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

იყო ქუთაისის მერის მოადგილეც.  დალაქიშვილი მაშინაც აღნიშნულ პოზიციაზე არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2017 წლის ივლისში, (შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო)  დაინიშნა.


გრიგოლ დალაქიშვილი სამტერდიაში მოვალეობის შესრულებას დღიდან შეუდგა.

Print