პოლიტიკა
ქუთაისში მაჟორიტარობისთვის ოთარ კახიძე იბრძოლებს
FaceBook
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად ოთარ კახიძე დაასახელა.
კანდიდატები დღეს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარადგინა.

კახიძეს ქუთაისში კონკურენციას "ქართული ოცნებიდან" ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ზაზა ლომინაძე გაუწევს.

დიდი ალბათობით, გრიგოლ ვაშაძე იქნება ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან".  "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" კანდიდატი კი სავარაუდოდ, ოპერის თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი იქნება.

სხვა პარტიები ჯერჯერობით მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობას არ ასაჯაროებენ. 



Print