პოლიტიკა
„დარწმუნებული ვარ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“ – ბიძინა ივანიშვილი კანდიდატების წარდგენაზე
FaceBook
"ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი კოჯორში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე იმყოფება.
კანდიდატების დასახელებამდე ივანიშვილმა მოსახლეობას მიმართა.

"დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" დამაჯრებელად გაიმარჯვებს. ამის რწმენას მაძლევს ქართველი ხალხი. მოდით, კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩენი ქვეყანა. ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ. ერთად ვაშენოთ დემოკრატია. კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, საოცნებო საქართველოსკენ", – განაცხადა ივანიშვილმა.

კანდიდატების წარდგენაზე იმყოფება პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. ასევე, პარლამენეტის თავმჯდომარე და დეპუტატები.

მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ცერემონიალი კოჯორში იმართება.
Print