პოლიტიკა
"ვიქნები ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი "- ზაზა ლომინაძე
FaceBook
მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ლომინაძეს წარადგენს. ინფორმაციას თავად ზაზა ლომინაძეც ადასტურებს.

"გიდასტურებთ, რომ მე ვიქნები მაჟორიტარობის კანდიდატი. მეგობრების ჯგუფმა მიიღო ეს გადაწყვეტილება", - ამბობს ის.

ზაზა ლომინაძე ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენდა.

ის ასევე, გახლავთ, ახალი ინფექციური საავდმყოფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი. კლინიკა ამ დროდე იღებს კოვიდინფიცირებულს.

ქუთაისს ამდროისთვის  პარლამენტში სამი მაჟორიტარი დეპუტატი ყავს. თუმცა, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების შედეგად,  სამი დეპუტატის ნაცვლად ერთი მაჟორიტარი ეყოლება.
Print