პოლიტიკა
"კონკრეტულის თქმა არ შემიძლია" - ვიცე-გუბერნატორი ქუთაისის მერობის კანდიდატად შესაძლო წარდგენაზე
FaceBook
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა "ქართული ოცნებიდან" ქუთაისის მერობის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილი წარადგინონ, თავად ვიცე-გუბერნატორი, არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია ჯერ არ  ყოფილა.

შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა ამბობს, რომ ჯერ პასუხი არ აქვს. 

"ეს არ არის ერთ დღეში გადასაწყვეტი თემა. ამ წუთში რამე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია. ვნახოთ თუ რამე შემოთავაზება იქნება განვიხილავთ". 

იოსებ ხახალეიშვილს ამდროისთვის  ვიცე-გუბერნატორის პოსტს იკავებს. 


ქუთაისის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჭიღბარიამ მიმდინარე წლის აპრილში საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.



Print