პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დეპუტატის მანდატს ტოვებს
FaceBook
ნიკა ლატარია, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა, დეპუტატის მანდატზეც უარს ამბობს.

ლატარიამ წარმომადგენლობითი ორგანოდან გასვლაზე განცხადება უკვე დაწერა. განცხადებას დეპუტატები ცნობად უახლოეს სხდომაზე მიიღებენ, რის შემდეგაც ლატარია საკრებულოს დატოვებს.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ თავად მიიღო. Ნიკა ლატარიამ საპარლამენტო არჩევნებში მისი ქუთაისის მაჟორიტარად შესაძლო კენჭისყრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საკთხი არ განიხილება.

"წამოვედი პოლიტიკიდან და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იქ, სადაც ვარ. Რაც შეეხება ჩემს შესაძლო მაჟორიტარობას, ეს გამორიცხულია, არც კი განხილულა ეს საკითხი", - აბობს ნიკა ლატარია.

ბიზნესმენი ნიკა ლატარია, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მანამდე იგი მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

თავმჯდომარის პოსტი ლატარიამ 2019 წლის 3 დეკემბერს დატოვა. Მას შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში, იგი საკრებულოს არც ერთ სხდომას არ დასწრებია. პროცედურულად  თუ დეპუტატი სხდომებს ამ ხანგრძლივობით აცდენს, საკრებულოდან მისი გაწვევის საკითხი დგება. 

ლატარიას პოსტიდან გადადგომის შემდეგ, თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი შენგელია ასრულებს.




Print