პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბს მერის მოადგილე უხელმძღვანელებს
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად  მერის მოადგილე იუზა უგულავა დაინიშნა. ინფორმაციას  პარტიის ცენტრალურ ოფისში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
"ამის შესახებ უფრო მერი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განმარტავენ "ოცნების" ცენტრალური ოფისის პრესსამსახურში.

ინფორმაციას დანიშვნის შესახებ არ ადასტურებს თავად იუზა უგულავა, თუმცა, არ უარყოფს, რომ პოსტზე წარდგენილია.

"რატომ ჩქარობთ? გააკეთებს თვითონ პარტია განცხადებას და გაიგებთ. წარდგენილი ვარ, დიახ",-ამბობს იუზა იგულავა.

იუზა უგულავა მერის მოადგილის პოზიციაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს დაინიშნა. მანამდე იგი ხონის გამგებლის მოადგილე იყო. "ქართული ოცნების" ადგილობრივ შტაბს, ქუთაისის ყოფილი მერი, გიორგი ჭიღვარია პოსტის დატოვებამდე ხელმძღვანელობდა.


Print