პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ სამსახურებრივი ურთიერთობა შეიჩერა, ხელფასი შეინარჩუნა
FaceBook
უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან ეძლევა სხვადასხვა კომპენსაცია


ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარს, დავით დვალს სამსახურებრივი ურთიერთობა საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის #88-ე და #89-ე მუხლების თანახმად აქვს შეჩრებული. თუმცა კანონში არ არის მითითებული, თუ რა ვადით შეიძლება შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა საჯარო მოხელეს.

საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის, დავით ბენიძის განმარტებით, დვალს სამსახურებრივი ურთიერთობა ერთი თვით აქვს შეჩერებული. იურისტის განმარტებით, დვალს სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებული აქვს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს და არა როგორც საკრებულოს წევრს. 

"სამსახურებრივი უფლებამოსილების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ორი სხვადსხვა რამეა. პირველს უფრო სხვა საფუძვლები სჭირდება. ამ შემთხვევაში დვალს, სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებული აქვს საკრებულოს თავმჯდომარის სტატუსით", - განმარტავს საკრებულოს აპარატის იურისტი.

"სამსახურებრივი  ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან ეძლევა სხვადასხვა კომპენსაცია", - ნათქვამია საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის  88-ე მუხლში, რომელიც მოხელის სამსახურებრივი უერთიერთობების შეჩერებას ეხება.

აღნიშნული მუხლის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება ნიშნავს მოხელის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან და შესაბამისი დაწესებულების განთავისუფლებას მოხელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან.

ხოლო 89-ე მუხლის მიხედვით, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ხდება მოხელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ მოხელის სამსახურში მიღების უფლების მქონე პირი ან დაწესებულება ამის წინააღმდეგი არ არის; ასევე, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით მოხელისათვის სხვა სამსახურებრივი დავალების შესრულებისას.

ქუთაისის საკებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამსახურებრივი ურთიერობების შეჩერების შესახებ, რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელთან, სულხან
ქობულეძესთან მომხთან ინციდენტს უკავშირდება.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა
Print