პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოში შვებულებით 22-მა თანამშრომელმა ისარგებლა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში სულ 58 ადამიანია დასაქმებული


ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე წლის აგვისტოში სამსახურეობრივი შვებულებით 22-მა თანამშრომელმა ისარგებლა. მათ შორის არიან დეპუტატებიც. თუმცა, კონკრეტუალად საკრებულოს  რამდენი წევრი გავიდა შვებულაზე ამას არ აკონკრეტებენ საკრებულოს აპარატის მიერ "ქუთაისიპოსტისთის" მოწერილ ოფიციალურ პასუხში.  
"ხოლო დროებით შრომისუუნარობის გამო, სამსახურებლივი ურთიერთობა შეჩერებული არ ქონია არც ერთ თანამშრომელს", - აცხადებენ  ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს აპარატში. 
ქუთაისის საკრებულოში სულ 58 ადამიანია დასაქმებული, აქედან 24 - საკრებულოს დეპუტატია,  ხოლო დანარჩენი  აპარატის თანამშრომლები არიან.

Print