ახალი ამბები
"ქართულმა ოცნებამ" იმერეთიდან თბილისში ღონისძიებაზე 5000-მდე ადამიანი წაიყვანა
FaceBook
თბილისში, "ქართული ოცნების" მიერ ჩანიშნულ  ღონისძიებაზე იმერეთიდან  საჯარო მოხელეები და სხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები რამდენიმე ათეული მიკროავტობუსით წაიყვანეს.

5000 -მდე ადამიანი თბილისში  დილის  7 საათზე გაემგზავრა. 

"ბევრნი ვართ ძალიან ქუთაისიდან, საჯარო მოხელებიც არიან რა თქმა უნდა, 5 000-ზე მეტი ვიქნებით", - ამბობს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი გაბრიელ ფოლკენშტერნი. 


14 დეკემბრეს "ქართული ოცნებას" თბილისში მასშტაბური ღონისძიება 16:00 საათზე აქვს დაგეგმილი, რომელიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში გაიმართება.



Print