პოლიტიკა
პარლამენტთან აქციაზე დაკავებული გიორგი თევდორაძე დროებით გაათავისუფლეს
FaceBook
თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დაკავებული გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისში და ქალაქის ყოფილი მერი, გიორგი თევდორაძე სასამართლო პროცესის გამართვამდე გაათავისუფლეს.

სასამართლო პროცესი 24 დეკემბერსაა ჩანიშნული. 

12 დეკემბერს გიორგი თევდორაძე, სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკავეს.

12 დეკემბრის დილის 7 საათიდან თბილისში პარლამენტის წინ იმ დეპუტატების მიმართ სირცხვილის კორიდორი იმართებოდა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მხარი არ დაუჭირეს.


ამავე თემაზე:

პარლამენტთან აქციაზე, ქუთაისში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თევდორაძე დააკავეს (ვიდეო)
Print