პოლიტიკა
პარლამენტთან აქციაზე, ქუთაისში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თევდორაძე დააკავეს (ვიდეო)
FaceBook
თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისში და ქალაქის ყოფილი მერი, გიორგი თევდორაძე დააკავეს.

ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ანდრო მაღლაკელიძის თქმით, ის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით არის დაკავებული.  

"ადვოკატი შევიდა მასთან, კახეთის გზატკეცილზე იმყოფება შსს-ს შენობაში. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტრიუკი, რომ სანამ სესია მიმდინარეობს პარლამენტში, ეს ადამიანები განარიდონ სიტუაციას", - ამბობს ანდრო მაღლაკელიძე.


ტვ პირველის ვიდეო

დღეს დილის 7 საათიდან თბილისში პარლამენტის წინ იმ დეპუტატების მიმართ სირცხვილის კორიდორი იმართება, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მხარი არ დაუჭირეს. 

აქციის დროს პარლამენტის ზემოთა შესასვლელთან დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს, პოლიციამ რამდენიმე პირი, დააკვა მათ შორის გიორგი თევდორაძე. ამავე აქიცაზე დააკავეს ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძე, ენმ-ს წევრი ბედო გაზდელიან და აქციის 12-მდე მონაწილე.
Print