პოლიტიკა
"გაბედეს" აქტივისტებს ნაძვის ხეზე "ოცნების" ლიდერების სურათები არ დააკიდებინეს
FaceBook
მოძრაობა "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებს,  სამართალდაცველებმა,  მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებულ ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების სურათებით გაკეთებული სიმბოლური სათაშოების დაკიდების უფლება არ მისცეს.


სამართალდაცავების თქმით, აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს.

“გაბედეს” წევრებს მესხიშვილის თეატრთან გამართულ პერფორმანსზე მიტანილი ჰქონდათ "ქართული ოცნების” წევრების გამოსახულებიანი სიმბოლური სათამაშოები, რითაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა უნდოდათ. 



პოლიციის წინააღმდეგობის შემდეგ აქტივისტებმა სურათები იქვე მდებარე ბუჩქებზე მიაკრეს. 



“ესენი არის ბიძინას სათამაშოები, რომელსაც ბიძინა ათამაშებს, რასაც ის  ეუბნება, იმას ასრულებენ.  ჩვენ პირობას ვდებთ, რომ თუ არ მოგცემენ ნაძვის ხის მორთვის საშუალებას, ქალაქში მდებარე ყველა ბუჩქი “ბიძინას სათამაშოებით” მოირთვება” - ამბობს გაბედეს აქტივისტი მიხეილ გეგეშიძე.

პოლიციიის წარმომადგენლების თქმით, ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ.
Print