პოლიტიკა
ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს
FaceBook
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც ამ მომენტში ჩვენი ქვეყანა დგას არის სწორედ ის, რომ უდანაშაულო ადამიანი, რომელიც დაკავებულია ყოველგვარი მიზეზის გარეშე ახლა ყველაზე დიდ განსაცდელშია", - ამბობს იმერეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, დავით ჩხობაძე. 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ვაჟა ექიმის განთავისუფლებისთვის ხელისუფლებასა და ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს უფრო აქტიური მუშაობისკენ მოუწოდეს. 

"ეს არის ადამიანის უფლების ძალიან უხეშად დარღევვის ფაქტი და უფლებადამცველი ორგანიზაციები მას ვუცხადებთ მხარდაჭერას. ვაჟა გაფრინდაშვილს შეეზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება თავისავე ქვეყანაში, მისი პროფესიული პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება და უკვე ერთვი თვეა ის უკანონოდ იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე იზოლატორში", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური ხელმძღვანელი, თეონა გოგიშვილი.

თბილისში მცხოვრები და მომუშავე ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, დააკავეს. თუმცა ექიმი, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ქართულ მიწაზე იმყოფება.

დაკავებულ ქართველ ექიმს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იგი ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ექიმია. იგი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია და კლინიკა „მედი ქლაბის“ წამყვანი სპეციალისტი. კონფლიქტის ზონაში იგი, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა.
Print