პოლიტიკა
დამტვრეულია ხუთი ავტომობილი - ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც კიდევ სამი ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.

თვითმხილველების თქმით, გზაჯვარედინიდან გამომავალი ისანის მარკის ავტომობილი ცენტრალურ გზაზე მოძრავ მერსედესს დაეჯახა, რის შედეგადაც მერსედესი დატრიალდა და სამი ავტომობილი დააზიანა. 


"საშინელი ხმა იყო, დიდი ავარიაა, ხუთი მანქანა დაიმტვრა. შოკშია ყველა'', - ამბობენ თვითმხილველები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.




შსსმ 125მუხლის ადმინისტრაციული ნაწილი დაიწყო გამოძიება.
Print