ახალი ამბები
"ქართული ოცნების" აქტივისტების მიერ დაზიანებული ფასადის მოწესრიგება მერიას დაევალა
FaceBook
ქუთაისში, "ქართული ოცნების"  აქტივისტების მიერ კვერცხებითა და საღაბევებით დასვრილ შენობების ფასადებს ქუთაისის მერია დაასუფთავებს.  ეს დავალება ადგილობრივმა ხელისუფლებამ კულუტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან მიიღო.

საუბარია, ცისფერყანწელთა ქუჩაზე გაერთიანებული ოპოზიციის ოფისზე, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა 29 ნომებერს გამართულ აქციაზე კვერცხები დაუშინეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ბექა ბარამიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანებულა. 

"მუნიციპალიტეტს დაევალა რომ მოაშორონ საღებავები და დაუბრუნონ შენობებს პირვანდელი იერსახე", - ამბობს ბექა ბარამიძე.

ცისფერყანწელთა ქუჩის #11-ს, სადაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისი მდებარეობს, ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა, თამარ მეფის #44-ში არსებული შენობა კი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციაა განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2008 წელს აღიარეს.




ამავე თემაზე:

დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობა და ამ დრომდე დაუდგენელი დანაშაულის ნიშნები
Print