პოლიტიკა
"ადამიანის ხმა" - მესხიშვილის თეატრში ევა ხუტუნაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება
FaceBook

7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.


წარმოდგენილი იქნება მონო სპექტაკლი ჟან კოქტოს „ადამიანის ხმა“- ევა ხუტუნაშვილის მონაწილეობით.


ევა ხუტუნაშვილს მესხიშვილის თეატრში 100-ზე მეტი როლი აქვს ნათამაშევი.

გადაღებულია ფილმებში „აქედანა და შენამდე“, „ბათა ქექია“, „რეკორდი“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „სოფლის აშიკი“ და სხვა.

ევა ხუტუნაშვილი გახლავთ საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი.

2009 წელს მსახიობს მესხიშვილის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

ევა ხუტუნაშვილის საიუბილეო საღამო 19 საათზე დაიწყება. 

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში.

Print