პოლიტიკა
ქუთაისში, ბრიტანეთის "მოძრავი საელჩო" ჩამოდის - "იქნება საჩუქრებიც"
FaceBook
10 დეკემბერს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსახლეობას შეხვდებიან.
"მოძრავი საელჩო ქუთაისში" - ასე ქვია  საჯარო ივენთს, რომლის ფარგლებში ქუთაისელებს გააცნობენ ინფორმაციას კონკურსების შესახებ. 

"იქნება საჩუქრებიც, მოგიყვებით ყველაფერს ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების, მეგობრობის, ჩვენი პროექტების, საგანმანათლებლო პროგრამების და ინგლისური ენის შესწავლის შესახებ! არ გამოტოვოთ, მოდით და გაგვიცანით უკეთ!", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება 13 საათზე დაიწყება და ერთი საათი გაგრძელდება. 


Print