ახალი ამბები
„ქართულ ოცნებაში“ აქციაზე მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირებთან კავშირს უარყოფენ
FaceBook

„გაერთიანებული ოპოზიციის“ აქციაზე დღეს მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირებთან კავშირს უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ პირებს არ იცნობენ.


„ოფისიდან არ გავსულვართ.  ჩვენც პირდაპირ ეთერში ვნახეთ ეს ინცინდენტი. არ ვიცი ვინ იყვნენ,  დიდი ალბათობით,  იმ უბნის მცხოვრებლები იყვნენ  და გამოთქვეს პროტესტი“,- ამბობს მერიის ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი, გაბრიელ ფოლკერშტერნი, რომელიც ბოლო დღეებში ოპოზიციური პარტიების ოფისებზე თავდასხმებში  აქტიურად მონაწილეობდა.


„გაერთიანებული ოპოზიციის“ აქცია-მსვლელობის პერიოდში ვითარება ორჯერ დაიძაბა. რამდენიმე პირმა, რომლებსაც სახე ე.წ. შავი ბენდენით ჰქონდათ დაფარული, აქციის მონაწილეებს და მათ შორის ოპოზიიციის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და  უცნობ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


რა ხდებოდა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქციაზე, ნახეთ ვიდეო.




გაერთიანებული ოპოზიციის აქცია-მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყო და მერიის შენობის წინ დასრულდა.  მათ მსვლელობით ქალაქის ცენტრალური ნაწილი გამოიარეს, სადაც "ქართული ოცნების" ოფისი მდებარეობს. აქციის მონაწილეებმა მმართველი გუნდის შტაბთან ტაშით და შეძახილებით ჩაიარეს.
Print