პოლიტიკა
"ჩავსვამთ ხელისუფლებას ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან" - გრიგოლ ვაშაძე
FaceBook
ქუთაისი, რომელიც ქართული ცივილიზაციის აკვანია და რომელმაც სისხლი გადაუსხა ქვეყანას, ახლა არის მიტოვებული - გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე. 

"ჩვენ ჩავსვამთ ამ ხელისუფლებას ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან" - განაცხადა ვაშაძემ. მან აქციის მონაწილეებს და მხარდამჭერეს მოუწოდა იყვნენ მშვიდად და არ გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია-მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყო და ის ამ წუთებში ქუთაისის მერიის შენობის წინ გრძელდება.
Print