პოლიტიკა
"დღეს ისეთივე ერთიანია ქართული პოლიტიკური სპექტრი, როგორც აღმაშენებლის დროს" - ნათელაშვილი
FaceBook
"გაერთიანებული ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაა" - განაცხადა ქუთაისში მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე "ლეობორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

"დღეს ისეთივე ერთიანია ქართული პოლიტიკური სპექტრი, როგორც დავით აღმაშენებლის დროს. ქუთაისი და საქართველო არ აპატიებს ივანიშვილს იმ სიყვარულის გაცრუებას, რა სიყვარულსაც დააფურთხა. ქართველი ხალხი არ გაჩერდება. ვუყურებდი მსვლელობას, რომელიც მშვიდობიანი იყო. ვის უნდა არეულობა და ცხვირ-პირის დამტვრევა, არავის გაუვა," - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია-მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყო და ის ამ წუთებში ქუთაისის მერიის შენობის წინ გრძელდება. 

Print