პოლიტიკა
ოპოზიციის ლიდერები ქუთაისში და მზადება მასშტაბური აქციისთვის
FaceBook
"გაერთიანებული ოპოზიციის" აქციაზე, მონაწილეების ნაწილი  ყოფილი კინო "სულიკოს" ტერიტორიიდან დაიძრნენ.
მათთან ერთად იმყოფებიან "ევროპული საქართველოს" ლიდერები, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია. გიგა ბოკერია ამბობს, რომ აქციაზე პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
"არაფერს არ გამოვრიცხავ, აგონიაში მყოფი ლიდერისგან ბიძინა ივანიშვილისგან და მისი კლოუნებისგან," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


ყოფილი კინო "სულიკოსთან"  შეკრებილები კიკვიძის სკვერთან მივლენ და გაერთიანებული ოპოზციის მთავარ აქციას შეუერთდებიან. იქ უკვე იმყოფებიან ოპოზიციის სხვა ლიდერები.


"ჩვენ ვითხოვთ ქვეყნის ნორმალურ განვითარებას, ამას მშიდობიანი ფორმით ვაკეთებთ, მთავრობას ძალადობაში არ ავყვებით. რამდენიმე დღეა ქუთაისში დავდივარ და ხალხი ამბობს, რომ მთავრობის ტყუილებით დაიღალა,'' - ამბობს გიორგი ვაშაძე.

„გვინდა ვაჩვენოთ, რომ მარტო თბილსიში კი არა ქუთაისშიც არის უკმაყოფილება იმ მდგომარეობით რაშიც ე.წ. ქართულმა ოცნებამ ეს სახელმწიფო ჩააგდო... დღეს ყველა განსხვავებული ხალხი განსხვავებული პოლიტიკოსები სამოქალაქო საზოგადოება გაერთაინებულია რომ ის უბედურება რასაც ქვია „ქართული ოცნება მოაშოროს ქვეყანას. ამის მერე ჩვენ შორის იქნება ისეთივე მწვავე დისკუსია რაც გვქონდა მანამდე“, - აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.


აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობა მშვიდობიანი იქნება. 

ქუთაისში, "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად, მმართველი პარტიის ოფისთან საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების მობილიზაცია დაიწყო.


ქუთაისში, ბოლო ორი კვირაა დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაბოქლომების აქცია“ დაიწყეს, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე, პოლიტიკური პარტიების ოფისებთან ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.



29 ნოემბერს მმართველი პარტიის ოფისის დაბოქლომების შემდეგ, რა დროსაც შენობის მინა ჩაიმსხვრა, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, ქუთაისის მერიის საჯარო მოხელეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ორგანიზებული თავდასხმა მოაწყვეს. მათ შენობას ცოცხები და კვერცხები დაუშინეს და პარტიის ოფისში შეჭრა სცადეს.


იგივე განმეორდა პირველ დეკემბერს, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა, ცოცხები, კვერცხები და წითელი საღებავი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ერთად „გაერთიანებული ოპოზიციის“ ადგილობრივ ორგანიზაციასაც ესროლეს.





Print